გიგა ბოკერია: დოკუმენტს ოცნებამ რომ მოაწეროს ხელი, მე მაინც არ მოვაწერ

გიგა ბოკერია: დოკუმენტს ოცნებამ რომ მოაწეროს ხელი, მე მაინც არ მოვაწერ

დოკუმენტს ოცნებამ რომ მოაწეროს ხელი, მე მაინც არ მოვაწერ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნებისა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება.

„მადლობელი ვარ მედიატორის და ყველასი, ვისაც აქვს პოლიტიკური და პრაგმატული ინტერესი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, ოღონდ პირველადი პასუხისმგებლობა ბუნებრივია ჩვენ გვაქვს, ვინც ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოების წინაშე. ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ განაგრძობენ პარტნიორებთან მუშაობას, რომ კრიზისის განმუხტვის გზა გადიოდეს როგორც რეფორმებზე, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე.

30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

amo " განაგრძობენ პარტნიორებთან მუშაობას, რომ კრიზისის განმუხტვის გზა გადიოდეს როგორც რეფორმებზე, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე." . ძ ა ლ ა ზ ე ა ეს კაცი და რა გინდა რომ ქნა. ერთი ის ვერ გავიგე სააკაშვილს რატომ გამოეყო, ერთი ერთშია მათი მოთხოვნები. მხოლოდ იმიტომ რომ წარსული მარტო მიშას აკიდოს? თუ მიშა უკვე დასავლეთისთვის მიუღებელია და ცალკე მყოფს მეტი შანსი ექნება? მა მელია ბრიყვია?
4 წლის უკან
ზურაბი ეს კაცი გამსახურდიას დროსაც ასე იქცეოდა, არასოდეს ამათ არჩევნებში არ გაუმარჯვნიათ სულ ასე გაიძვერობით მისყიდვით და ძალადობით უნდატ ხელისუფლებაში მოსვლა. ნუ გადააყოლებთ ამ მცირერიცხოვან ბანდას ქვეყანას.
4 წლის უკან