„ქართული ოცნების“ ოფისთან 12 ადამიანი დააკავეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან 12 ადამიანი დააკავეს

პარტია „ქართული ოცნების" ოფისთან 12 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვისაა დაკავებული.

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები იმართება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.