მოლაპარაკების პროცესში, ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული პარტია „ლელო“ იყო, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მოლაპარაკების პროცესში, ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული იყო პარტია „ლელო“. გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. ახლა მოხდება ლუსტრაცია, ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს და ვის უნდა რეალურად ამერიკისა და ევროპის კეთილგანწყობის შენარჩუნება. რადგან, უკვე სანქციებით გვემუქრებიან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.