არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ყველაფერი მსმენია რურუების ოჯახის შესახებ - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკაში“ გიორგი რურუაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ვინც ცხოვრობდა 90-იან წლებში, მათ გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი.
„არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ყველაფერი მსმენია საერთოდ რურუების ოჯახის შესახებ. თავს ხომ არ მოვიტყუებთ. ყველამ, საქართველოში ვინც ვცხოვრობდით 90-იან წლებში, რაღაც-რაღაცები ვიცით, ჩვენს გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის არაფერთან“ - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.