ბუნებრივია, ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს გვეკისრება პასუხისმგებლობა,თუმცა უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია აცხადებს სრულ თანხმობას, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას.
„დანიელსონის დოკუმენტში არსებულ ორი მთავარი საკითხის შველა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, ისაა ხელისუფლებაში, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, მან უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ სისტემა გადაიტვირთოს. ჩვენ არავის ვეუბნებით, რომ კაბინეტებიდან გამოვიდნენ, ჩვენ ვეუბნებით, რომ საქართველოს ხალხს მიეცეს საშუალება თავისი ვერდიქტი თქვას“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.