იაგო ხვიჩია: ოპოზიციაში ხალხია, ვისაც სურდა, რომ ხელისუფლებისთვის გავრილოვი მოეწყო, სხვანაირად ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს

იაგო ხვიჩია: ოპოზიციაში ხალხია, ვისაც სურდა, რომ ხელისუფლებისთვის გავრილოვი მოეწყო, სხვანაირად ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს

ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც სურდა, რომ ხელისუფლებისთვის გავრილოვი მოეწყო, სხვანაირად ხალხი არ ვარდება, ქუჩაში ვერ გამოიყვანეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

იაგო ხვიჩია რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ეს უბრალოდ ცირკია, სულ სხვა მიზნის გამო მოწყობილი ცირკი და არა იმის გამო, რომ ქართველი ხალხი გულწრფელად აღშფოთდა ვიღაც პუტინისტი რუსის ჩამოსვლაზე საქართველოში. იცით, რამდენი პუტინისტი რუსი ჩამოდის ყოველდღიურად და მოძრაობს საქართველოში? ამის გამო რუსებს ვუვარდებით და ვეკითხებით, ხმა პუტინს მიეციო? მე უბრალოდ არ მესმის ასე ქმედების შინაარსი, მესმის მხოლოდ იმ არგუმენტის გამო, რითაც ის იყო მოწყებული - ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც უნდოდა, რომ ხელისუფლებისთვის გავრილოვი მოეწყო, სხვანაირად ხალხი რომ არ ვარდება, ქუჩაში ვერ გამოიყვანეს, ამ შემთვევაში საჭირო გახდა მოფიქრება იმის, რომ ნახეთ გავრილოვი მოგვიყვანესო.

გავრილოვის „ქეისი“ სხვა რამეა, ის საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარის სავარძელში იჯდა. ეს ადამიანი მოვიდა, რესტორანში იჯდა, ორივე პუტინისტია, ორივე ცუდი ადამიანია. ჩვენ ახლა გვინდოდა, რომ პარლამენტის სავარძელზე ჩამჯდარი ადამიანის მსგავსად მოვქცეულიყავით იმ ადამიანთან, რომელიც რესტორანში დაჯდა და გვინდოდა, ამაზე საზოგადოება აგვეგდო. რესტორანში ვინ მოხვდება, პრორუსი, პროქართველი, თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა. რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.