ირაკლი ქადაგიშვილი: პოზნერის ვიზიტი ოპოზიციამ ქვეყნის შიგნის სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენა

ირაკლი ქადაგიშვილი: პოზნერის ვიზიტი ოპოზიციამ ქვეყნის შიგნის სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენა

მედიაციის პროცესი და პოზნერის თბილისში ჩამოსვლა კერძო ვიზიტად, რომელიც მის დაბადების დღეს უკავშირდებოდა, ერთმანეთისგან აბსოლუტურად სრულებით დამოუკიდებელი ფაქტია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ჰიბრიდული ომის პირობებში, როგორ გახდა ეს ერთი მოვლენა. ანუ, როგორ უნდათ ამის გაყიდვა, რომ საქართველოში კრიზისი მძაფრდება და ეს კრიზისი ყოვლისმომცველია. მათ შორის ყოვლისმომცველია იმ დონეზე, რომ ხელისუფლება ამ დროს თითქოს კარს უხურავს ევროპულ მოდერაციას და კარს უღებს რუსული პროპაგანდის, ასე ვთქვათ, ლიდერებს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებში შედის.

„ოპოზიცია ამ მოდერაციის პროცესში აბსოლუტურად რეზისტენტული იყო. იმ დოკუმენტს, რომელიც მოდერატორმა დადო, მათ ხელი არ მოაწერეს, აბსოლუტურად მიუღებლად ჩათვალეს. პირიქით, კოჭლიც კი უწოდეს. ამავდროულად, ის ფაქტი, რომელიც გუშინ მოხდა, მათ გამოიყენეს ქვეყნის შიგნით სიტუაციის ესკალაციისთვის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა. რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.

amo კარანტინი რატომ არ გაიარეს? ოპოზიცია რომ ერთ ამბავს ატეხდა, ამას დიდი მიხვედრა სჭირდებოდა? ხალხო რა გჭირთ?
4 წლის უკან