გიგა მაქარაშვილი “POSTV-ის“ ჟურნალისტის კითხვებს გაექცა - ვინ მიაწოდა პოზნერის თბილისში გადაადგილების მარშრუტი

გიგა მაქარაშვილი “POSTV-ის“ ჟურნალისტის კითხვებს გაექცა - ვინ მიაწოდა პოზნერის თბილისში გადაადგილების მარშრუტი "ნაცაქტივისტს"?

მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე  რუსი ჟურნალისტის - ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების თბილისში გადაადგილების გუშინდელი მარშუტი გამოაქვეყნა, თუმცა რუსულენოვანი „სქრინი“ წარწერით - „ხვალის გრაფიკი“ სოციალური ქსელიდან მალევე წაშალა.

„POSTV-ის“ ახალი ამბების  ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ საიდან ჰქონდა მაქარაშვილს ეს ინფორმაცია. მაქარაშვილმა ამ შეკითხვას არ უპასუხა და გაიქცა.

ცნობისთვის: ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს „ნაცაქტივისტების“ პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც, მოგვიანებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.