საქართველოში ვაქცინირებულებიდან რამდენ ადამიანს გამოუვლინდა უკუჩვენება

საქართველოში ვაქცინირებულებიდან რამდენ ადამიანს გამოუვლინდა უკუჩვენება

ვაქცინირებულების უკუჩვენებებს შორის რამდენიმე არის შესწავლილი და მოწოდებული, რომელსაც ვაკვირდებით. ამ ეტაპზე საქართველოში გამოვლენილია 27 ასეთი შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მათგან ოთხს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ორი კი რეანიმაციური განყოფილებაში გადაიყვანეს. ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის შემდეგ უკუჩვენებები უფრო ხშირია პირველი 2 დღის განმავლობაში, რაც გამოიხატება კუნთებისა და სახსრების ტკივილში, ასევე აღენიშნებათ დაღლილობა.

ამირან გამყრელიძემ კი განაცხადა, რომ მცირე დისკომფორტი შეიძლება ორი დღე გაგრძელდეს. თუმცა სარგებელი იმდენად დიდია, რომ მცირე გვერდით მოვლენებს წონის.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.