პაატა იმნაძე: ქვეყანაში ამ დროისთვის COVID-19-ის გარდა სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს

პაატა იმნაძე: ქვეყანაში ამ დროისთვის COVID-19-ის გარდა სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, გარდა „კოვიდ-19“-ისა, სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს, რომლებიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივი მიმდინარეობა აქვს.

მისივე თქმით, ამის გარჩევის ერთადერთ გზა ტესტირებაა.

„ქვეყანაში ყოველკვირეულად მიმდინარეობს მონიტორინგი სხვა ტიპის ვირუსებთან დაკავშირებით. ბოლო კვირებში სხვა ე.წ. გაციების ვირუსებიც ცირკულირებს, მათ შორის COVID-19-ის გარდა ჩვეულებრივი კორონავირუსებიცაა, რომლებიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გარკვეული ადენოვირუსები და რინოვირუსებიცაა, რომლებიც, ძირითადად, სურდოს იწვევს. ამის გარჩევის ერთადერთი გზა არის ის, რომ თუ ადამიანს აქვს ტემპერატურა და რაიმე სიმპტომი, პირველ რიგში, მან უნდა ჩაიტაროს ტესტი კორონავირუსზე“, - განაცხადა იმნაძემ.