ამირან გამყრელიძე: კოვიდის აქტიური შემთხვევები მატულობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა იზრდება

ამირან გამყრელიძე: კოვიდის აქტიური შემთხვევები მატულობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა იზრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის სხვადასხვა ინდიკატორი ბოლო ორი კვირის განმავლობაში უარესდება.

მისივე თქმით, მარტის საშუალო დადებითობის მაჩვენებელი 1.65%-ია. „ის ნაკლებია, ვიდრე იყო თებერვალსა და იანვარში, თუმცა ბოლო ორი კვირა ეს მაჩვენებლი უარესდება. აქტიური შემთხვევების რიცხვიც იმატებს. ეს რაოდენობა მანიშნებელია, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა იზრდება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე ყოველდღიურ ინფიცირებულთა რაოდენობა. სიკვდილიანობა კი იკლებს", - განაცხადა გამყრელიძემ.