ჯერ როგორც ვიცი ამ ადამიანს ბოდიში არ მოუხდია თავის სიტყვებისთვის, სადაც მან თქვა რომ აფხაზეთი უკვე დაკარგეთ, ახლა იმედსაც ნუ დაკარგავთო - აფხაზეთი უკვე დაკარგეთო, უპერსპექტივო თემად მოიხსენია,- ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პავილიონისმა ბოდიში უნდა მოიხადოს.
„ჟიგიმანტას პავილიონისი ჩვენ მაშინაც გავაკრიტიკეთ, ახლა არ მოგვიფიქრებია - გახსოვთ პრემიერ ღარიბაშვილის მწვავე კრიტიკა, პირადად ჩემი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით და ჟიგიმანტასმა დღეს მიპასუხა სირცხვილიაო. როგორც ვიცი, ჯერ ამ ადამიანს ბოდიში არ მოუხდია თავის სიტყვებისთვის, სადაც მან თქვა რომ აფხაზეთი უკვე დაკარგეთ, ახლა იმედსაც ნუ დაკარგავთო , ვციტირებ. აფხაზეთი უკვე დაკარგეთო ამაზე ბოდიში მოიხადა?! გია ბარამიძის და მათმა მეგობარმა. ჩემს ნათქვამს რომ სირცხვილს უწოდებს, ბოდიში მოიხადა აფხაზეთი უკვე დაკარგეთ და ახლა სხვა რაღაცებსაც ნუ დაკარგავთო რომ გვეუბნებოდა?! ჯერ ბოდიში მოიხადოს და შემდეგ გააკეთოს ასეთი განცხადებები, ვინც არ უნდა იყოს, რუსეთის მოქალაქე იქნება, ამერიკის, საფრანგეთის, ლიეტუვის, თუ საქართველოს მოქალაქე მათ შორის“,- განაცხადა მდინარაძემ