ვინ არის მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესმდივანი. ვინ არის დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. არსებობს პირდაპირი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ესენი არიან რუსების აგენტები. როგორ იგებს ელენე ხოშტარია ყველაზე ადრე ასეთი ვიზიტის შესახებ? სქრინები რომ ჰქონდათ მესიჯების, გამართული რუსულით დაწერილი? ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ფარსი. როდესაც მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულ ენაზე, რატომ არ დაუსტვინა არავინ, რატომ არ ავიდა სცენაზე და არ მოითხოვა სიმღერის გამორთვა? სინამდვილეში ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ. ვინ არის მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესმდივანი. ვინ არის დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. არსებობს პირდაპირი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ესენი არიან რუსების აგენტები. როგორ იგებს ელენე ხოშტარია ყველაზე ადრე ასეთი ვიზიტის შესახებ? სქრინები რომ ჰქონდათ მესიჯების, გამართული რუსულით დაწერილი? ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დაა