მას შემდეგ რაც ნაცმოძრაობასთან აფილირებულმა „პატრიოტებმა“ გუშინ „ფსევდო-პატრიოტული ჟინი მოიბანეს, საკუთარი პიროვნული- პარტიული ჭია და ეგო გაიხარეს, პოზნერს და მის ამალას, კვერცხებით კუდით ქვა ასროლინეს, დადგა დღევანდელი დღე, ხვალ დადგება ხვალინდელი, ზეგ ზეგინდელი და მალე მოგვიწევს ყველას „პოზნერის ისტორიიდან“ მიღებული შედეგების დათვლა გაანალიზება.,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
მისი თქმით, ისედაც ლამის ფსკერზე დასულ ტურიზმის ბიზნესს, რომელიც ასიათასობით ჩვენი მოქალაქისთვის შემოსავლის ერთდერთი წყაროა, მძიმე დარტყმა მიადგა, თუ გავითვალისწინებთ რა განცხადებები კეთდება უკვე რუსეთში და ის რომ ტურისტების ლომის წილი რუსეთზე მოდის.
,,იქნებ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თითოეულ რუსს გამოკითხვა მოვუწყოთ, აღიარებენ თუ არა საქართველოს ოკუპაციას? მიაჩნიათ თუ არა ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილად, მონაწილეობდნენ თუ არა აგვისტოს ომში? ა.შ. და პასუხების მიხედვით შემოვუშვათ. აღარ მიღირს ბევრი წერა ამ შემადგენლობაზე, ზედმეტი პატივია. ერთს კი ვიტყვი, ხვალ რომ რუსეთი ტანკებით მოადგეს თბილისს, მათი უმრავლესობა, რომლებსაც ჯარში სამსახური არ უნდათ, თუმცა კვერცხების სროლაში კარგად გაიწაფნენ, უკანმოუხედავად მოკურცხლავენ აქედან“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე