რომ არსებობს ადამიანების ჩამონათვალი, რომლებიც საკუთარი საქმიანობით აზიანებენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, ამ სიაში ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს ბატონი პოზნერი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„საზოგადოებას მოუწია საკუთარი ძალებით დაპირისპირებოდა არა ბატონ პოზნერს, როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორს ჩვენს ქვეყანაში ან ტურისტს, არამედ პუტინის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.
რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.