დავით ქართველიშვილი:  „ნაცმოძრაობას“ არც ოკუპაციაზე შესტკივა გული და არც პატრიოტული გრძნობები ამოძრავებთ, მათი მიზანია მოხდეს სოციალური ბუნტი“

დავით ქართველიშვილი:  „ნაცმოძრაობას“ არც ოკუპაციაზე შესტკივა გული და არც პატრიოტული გრძნობები ამოძრავებთ, მათი მიზანია მოხდეს სოციალური ბუნტი“

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი რუს ჟურნალისტ, ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“ნაცმოძრაობას არც პოზნერი აინტერესებს, არც ოკუპაციაზე შესტკივა გული და არც პატრიოტული გრძნობები ამოძრავებთ. მათი ერთადერთი  ამოცანაა დაიხუროს ტურიზმი, ჩამოიქცეს ეკონომიკა, ქვეყანა ფეხზე ვერ დადგეს და მოხდეს სოციალური ბუნტი. ეს არიას მათი მთავარი მიზანი და ამოცანა. არავის გვიკვირს, რომ ნაცებს  თავისი  დღის  წესრიგი  აქვთ  და  ხელისუფლებაში დაბრუნებას ყველანაირი ხერხით ცდილობენ,  და ამ მიზნის მისაღწევად ფეხებზე ჰკიდიათ, თუ რა ურთულეს მდგომარეობაში შეიძლება ჩააგდონ ძლივს გამოღვიძებულ ტურისტულ სფეროში გაერთიანებული ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრება. ან რუსეთში მცხოვრებ ასობით ათასი ქართველის  შესახებ უფიქრიათ?  რა  პრესში  შეიძლება  მოექცნენ იქ წუხანდელი  ქმედებების  გამო?  რა  ბედი  ელით  იმ ადამიანებს?  მათ  შემოსავლებს  და ბიზნესებს? მოკლედ, დავიღალეთ იმის კონსტატაციით - რომ „ნაცი“ ამაზრზენია, ხოლო მისი კორპორაციის პოლიტიკურ გასამართლებას აღარ დაადგა საშველი.

მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნა ნუთუ აღარ უნდა მოგვბეზრდეს? ან ვინმეს გგონია, რომ პუტინის პირადი მეგობარი ნიკიტა მიხალკოვი, რომელიც ზარზეიმით მიიღო სააკაშვილმა ომის მერე წინანდლის რეზიდენციაში და ტუჩზე კოცნით ძღებოდა ამ სამუზეუმო სივრცეში - არ თვლის, რომ აფხაზეთი დაკარგულულია ჩვენთვის?! ან თავად სააკაშვილი არ თვლის ასე, ზარზეიმით რომ ჩაახუტა კოდორი და ახალგორი თავის პოლიტიკურ მბრძანებელს?! ან ასე არ ფიქრობდა 2012 წელს "თელასის" ხელმძღვანელ რგოლში КГБ-ს გენერალ-მაიორ ლევონ სტეფანიანის დანიშვნა და საქართველოში ჩამოსვლა რომ უზრუნველყო? ხოლო მადლობის ნიშნად, სტეფანიანის საკურატორო დაქვემდებარებაში ამირან მესხელის დეიდაშვილი, მინისტრ ალეკო ხეთაგურის მამა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას სიდედრი რომ მიაღებინა სამუშაოდ?! ერთი წამით წარმოიდგინეთ - "ქართუ ჯგუფში" ნიკოლაი პატრუშევის რძალს რომ დაეწყო მუშაობა!

რაზე ვმსჯელობთ, ვის დღის წესრიგით ვიღვიძებთ და ვიძინებთ? დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ მუშტის ქნევა დაგვიწყო: "თქვენი ევროინტეგრაციით რეგიონში ესკალაციას ნუ მიქმნითო!". დაიწყეს რუსმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსვლა - და რუსოფობიის ტალღა ააგორეს. ბარემ ჩამოფრენისას დააძალეთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა - "აფხაზეთი თუ არის საქართველო?" - ოღონდ, ისიც ჩაამატეთ: "ის აფხაზეთი, ჩვენ რომ გადაგეცით მაშინ, როდესაც ჩვენვე ომი დავიწყეთ თქვენთან". ესენი ქართულ ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანაზე ემბარგოსაც რომ მიაღწევენ - არც მაშინ დავიწყოთ ამ მავნებლების თუნდაც პოლიტიკური გასამართლება, სად გვეჩქარება???“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook პოსტში.