ახლა ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ გადაფარონ გუშინდელი დღეს, როდესაც მათ ულტიმატუმებით მოლაპარაკებები ჩაშალეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც ამბობენ, რომ ცარიელი სკამები პარლამენტში არის რუსული ინტერესი. შესაბამისად, ისინი ყველაფერს მოიფიქრებენ - ფსევდოპატრიოტულს, მოგონილს, არამოგონილს - რათა გუშინდელი დღე გადაფარონ“, - განაცხადა მდინარაძემ.