საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ლაშა ხუციშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნაცვლიშვილი უკვე დიდი ხანია ფინანსთა სამინისტროს გუნდის წევრია და სისტემას ძალიან კარგად იცნობს. 2014 წლიდან ნაცვლიშვილი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
„მე მინდა, ბატონ ლაშას ვუსურვო წარმატებები უკვე ფინანსთა მინისტრის რანგში და მჯერა, რომ ის წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა პრემიერმა.
ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 31 დეკემბერს დატოვა.