როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ აპრილს ქუთაისში დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ოზურგეთში, სადაც დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +12 გრადუსსა და წვიმიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო ამინდი და +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +6 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამითაც 0 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში ცვალებად მოღრუბლულობას პროგნოზირებენ. დღისით +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

გორში წვიმიანი დღეა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვაა მოსალოდნელი გუდაურში. +6 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა ნავარაუდევი ომალოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამე კი -3 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში, დღისით +14 ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6-მდე დაიწევს.

წვიმაა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც დღისით ჰაერის +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმიან დღეს პროგნოზირებენ თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.