სურვილი მაქვს, ყველა კომპრომისისკენ გადმოიხაროს, მაგრამ თუ ასე არ იქნება, მუშაობას იმ პარტიებთან გავაგრძელებთ, ვისაც აქვს ხედვა საქართველოს მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე

სურვილი მაქვს, ყველა კომპრომისისკენ გადმოიხაროს, მაგრამ თუ ასე არ იქნება, მუშაობას იმ პარტიებთან გავაგრძელებთ, ვისაც აქვს ხედვა საქართველოს მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე

დანიელსონის მიერ გაჟღერებულ ტექსტზე გვაქვს სრული მზაობა, კონკრეტულად რა დოკუმენტი დაიდება, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან იმ დრაფტშიც, მოლაპარაკების პროცესში, შეიძლება გარკვეული კორექტივები მოხდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არ ელოდება, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზად იქნება კომპრომისისთვის.

„თავისთავად, კარგი იქნება, როცა ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, მაგრამ თუ რომელიღაც პარტია გონივრულ კომპრომისზე არ მოდის, ეს ვერ იქნება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გამაჩერებელი. ქვეყანა ვერ იქნება დამოკიდებული ობსტრუქციაზე და დესტრუქციაზე. აქედან გამომდინარე, ფრთხილ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ვიღაც ხელს არ მოაწერს.

სურვილი მაქვს, რომ ყველა კომპრომისისკენ გადმოიხაროს, მაგრამ თუ არ გადმოიხრება და ეს მათი განცხადებებიდან კარგად იკითხება, ამ შემთხვევაში მუშაობას იმ პარტიებთან გავაგრძელებთ, ვისაც რეალურად აქვს ხედვა საქართველოს მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.