შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ყოველგვარი მცდელობა, რომ გაესაღებინათ ეს მდგომარეობა, რომელიც საქართველოშია, საკუთარი ნარატივით, ვფიქრობ, რომ ჩავარდა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ყოველგვარი მცდელობა, რომ გაესაღებინათ ეს მდგომარეობა, რომელიც საქართველოშია, საკუთარი ნარატივით, ვფიქრობ, რომ ჩავარდა

როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტებისთვის საჭიროა ხანდახან, რომ ქვეყნის გარედან პერსპექტივით დანახული იყოს რეალობები. არადა, ჩვენ ხომ საკუთარი თვალით ვხედავდით, რაც მოხდა. სამაჯურის გადაგდებაც ჩვენი თვალით დავინახეთ. ისიც ჩვენი ყურით მოვისმინეთ, როგორ ამბობდა ნიკა მელია, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენს თვალწინ, ისევე, როგორც 20 ივნისის საკითხი, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 20 ივნისს ოყო პარლამენტის შენობაზე შტურმი და პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა.

„ნაცვლად ამისა, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ პარალელური რეალობა შექმნან და ეს ყველაფერი, ერთის მხრივ, 20 ივნისის საქმე და მეორეს მხრივ, ნიკა მელიას გირაოს საკითხი, შემოგვასაღონ სულ სხვა პერსპექტივით, დაგვანახონ სულ სხვა თვალით. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ თითქოს 2, პარალელური საქართველო არსებობს: ერთის მხრივ, ის, რომელსაც სახავენ ჩვენი ოპონენტები და რომელშიც ამყოფებენ საკუთარ მხარდაჭერებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები კარგად ფლობენ იმ სიტუაციას, რაც საქართველოშია. „ამიტომ ოპოზიციის ყოველგვარი მცდელობა, რომ გაესაღებინათ ეს მდგომარეობა, რომელიც საქართველოშია, საკუთარი ნარატივით, ვფიქრობ, რომ ჩავარდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.