კახა კუჭავა: ოპოზიციას აღარ აქვს სალაპარაკო და ეს არის მიზეზი თუ რატომ ვერ შემოდიან პარლამენტში

კახა კუჭავა: ოპოზიციას აღარ აქვს სალაპარაკო და ეს არის მიზეზი თუ რატომ ვერ შემოდიან პარლამენტში

ფაქტია, რომ ოპოზიციას რაღაც კომპრომისზე წასვლა მოუწევს და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. თავიდანვე იყო დაგეგმილი ნაბიჯები და ქმედებები, რომელებიც მათ უნდოდათ გამოეყენებინათ სათავისოდ, რადგან იცოდნენ, რომ არჩევნებს აგებდნენ. არჩევნებამდე ჩვენ სწორედ ამ სცენარზე ვსაუბრობდით, ეს იყო მათი გეგმა. ყველა წინასწარი კვლევით ძალიან კარგად ჩანდა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებდა. მათ სჭირდებოდა გეგმა-ბ, რომლითაც როგორმე ხელისუფლებაში მოსვლის შანსს დაიტოვებდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ გააჩნია რეალური ბერკეტი, რომლითაც ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოსთხოვს.

„ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო ISFID-ის პარალელური დათვლები, რომლითაც მათ რეალურად ეჭირათ ხელში ბერკეტი. ეს ორგანიზაცია, რომელიც არასოდეს შემცდარა და რეალურად საფუძველი გაჩნდა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები. მათ ეს ბერკეტიც გამოეცალათ ხელიდან. დღეს მათი პოზიცია ასეთი, რომ ფაქტობრივად ეწინააღმდეგებიან ყველას. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ეუთო/ოდირზე. ჩვენ ვერ ვნახეთ ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც არ აღარა ეს არჩევნები. ეუთო/ოდირის გარდა იყო ევროსაბჭო, იყვენენ სხვადასხვა დელეგაციები, იყო ძალიან ბევრი უცხოელი დამკვირვებელი, ამ მხრივ, პანდემიის პირობებში, რეკორდული მაჩვენებელი იყო და ყველამ ძალიან კარგად ნახა, რომ კითხვის ნიშანი არ გაჩენილა ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. იყო საუბარი გარკვეულ ხარვეზებზე, რომელთა გამომწვევი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის ქმედებები იყო, მაგალითად არალეგიტიმური პირების მიერ დარეგისტრირებული სარჩელები, რომლებიც ვერ განიხილებოდა და დიდი ალბათობით, ესეც განგებ, შეგნებულად გაკეთდა, რადგან დაფიქსირებული დიდი რაოდენობით სარჩელები. ამ ყველაფერს გაეცა პასუხი, მათ აღარ აქვთ სალაპარაკო და ეს არის მიზეზი თუ რატომ ვერ შემოდიან პარლამენტში და არ თანხმდებიან საგამოძიებო კომისიაში მუშაობას. რა უნდა გამოიძიონ? ის რაც იციან, რომ ვერ დაამტკიცებენ. პირობა, რომელიც ჩვენ მივეცით არის პირობა, რომელსაც ინატრებდა ყველა, ვინც ოდნავ მაინც არის დარწმუნებული იმაში, რომ არჩევნები ცოტათი მაინც გაყალბდა. ცოტა, არ მაქვს საუბარი ტოტალურ გაყალბებაზე, რომელს სიტყვასაც ისინი იყენებენ. 1%-ზეა საუბარი, 1% გადახრა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ჩვენ მზად ვართ დავნიშნოთ არჩევნები. ამაზე კარგი წინაპირობა სხვა არ არსებობს. ამ მოსმენამდე ჩვენ ვიზიტი გვქონდა ამერიკაში და ევროპელ კოლეგებთანაც ბევრს ვსაუბრობთ ამ პირობებზე და ძალიან უკვირთ, თუ ასეთ პირობებს ვაძლევთ მათ, რატომ არ იყენებენ. პასუხი მარტივია, მათ არ სურთ შეთანხმება და ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კუჭავამ.