მთავარი გზავნილები ცალსახა და არაოაზროვანი იყო, - ამის შესახებ ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა „ქრონიკასთან“ სენატში გამართული მოსმენის კომენტირებისას განაცხადა.
„პირველ რიგში სახელმწიფი დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯორჯ კენტმა ბრძანა, რომ 2012 წლიდან ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური საგარეო კურსი საერთოდ არ შეცვლილა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფორმით პროტესტი, ბოიკოტი, მათ შორის პარლამენტში არშესვლა დღეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. სენატორმა შაჰინმა კი დაგვაიმედა და ბრძანა, რომ უახლოეს მომავალში სენატი გამოსცემს ქართველი ხალხსის მხარდამჭერ რეზოლუციას და ამით ფაქტობრივად პასუხს გასცემს მოსკოვში ნარიშკინს, კიევში სააკაშვილს და თბილისში „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე გუშინ საქართველოს საკითხი განიხილეს.