რაც არ უნდა ირბინონ რუსთაველზე, ივარჯიშონ თუ უნდათ, ზოგიერთს მოუხდება კიდეც, ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების არანაირი ნდობა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.
„ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების არანაირი ნდობა, აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა ირბინონ რუსთაველზე, ივარჯიშონ თუ უნდათ, ზოგიერთს მოუხდება, შეუძლიათ ეს გააკეთონ. მათ მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, ვერანაირ პროცესს ხელს ვერ შეუშლის, გარდა იმისა, რაც ჩვენ ვიცით, რომ მათ არ სურთ არანაირი შეთანხმება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოპოზიციამ 15 მაისს საპროტესტო აქცია დააანონსა.