გრიგოლ გეგელია: სენატის გარეშეც ვეთანხმებით იმ აზრს, რომ პარლამენტი გამართული უნდა იყოს

გრიგოლ გეგელია: სენატის გარეშეც ვეთანხმებით იმ აზრს, რომ პარლამენტი გამართული უნდა იყოს

სენატის გარეშეც ვეთანხმებით იმ აზრს, რომელსაც სენატი ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი უნდა იყოს გამართული, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წვერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ გამოვიჩინოთ ჩვენი წილი შემხვედრი ნაბიჯები ამ კრიზისის მოგვარების პროცესში“, - განაცხადა გეგელიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე გუშინ საქართველოს საკითხი განიხილეს.