სენატში გუშინდელმა მოსმენამ ძალიან მნიშვნელოვანი მითი გააქარწყლა, რომლითაც ოპოზიცია ამდენი ხანია კვებას ჩვენს საზოგადოებას, რომ თურმე საქართველო მიექანება რუსეთისკენ

სენატში გუშინდელმა მოსმენამ ძალიან მნიშვნელოვანი მითი გააქარწყლა, რომლითაც ოპოზიცია ამდენი ხანია კვებას ჩვენს საზოგადოებას, რომ თურმე საქართველო მიექანება რუსეთისკენ

მე დიდად არ მწამს ოპოზიციის წინდახედულობის და არ ვიცი, რას გაითვალისწინებენ და რას არა, მაგრამ სენატში გუშინდელმა მოსმენამ ძალიან მნიშვნელოვანი მითი გააქარწყლა, რომლითაც ოპოზიცია ამდენი ხანია კვებას ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში, თავის მომხრეებს: ეს არის ის, რომ თურმე საქართველო მიექანება რუსეთისკენ და ჩვენ ყველანი, „ქართული ოცნების“ წევრები ვართ ხან პუტინის, ხან ეფესბეს აგენტები, გავრილოვები, ქვეყნის მოღალატეები და ა.შ. - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ძალიან მაღალი ტრიბუნიდან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ძალიან ღიად განაცხადა, რომ საქართველო 2012 წლიდან ერთგულია თავისი დასავლური, ევროატლანტიკური მისწრაფებების და ამ გზიდან მას არც ერთხელ არ გადაუხვევია.

„აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მკაფიო პასუხი ყველა იმ ადამიანისა და პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც ამდენი ხანია ურცხვად აბრალებს „ქართულ ოცნებას“, რომ ის რუსეთის ინტერესებს ატარებს და თან ამას ისე აბრალებს, რომ ერთი დასაბუთებული არგუმენტიც კი არა აქვთ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო ის, რომ ერთ-ერთი სენატორის ძალიან მკაფიო დასკვნა იყო ის, რომ მელია გამოვიდეს ციხიდან და ვადამადელ არჩევნებზე შეწყდეს საუბარი, ოპოზიციური პარტიები შევიდნენ პარლამენტში და ამით პოლიტიკური კრიზისი ხომ აღმოიფხვრებაო ანუ ძალიან მარტივია, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.