ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ახლახან დასრულდა მოსმენა ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ.
ვუსმინე.
ძირითადი აზრი იყო, რომ საქართველო ამერიკის მეგობარია, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, უნდა გაგრძელდეს რეფორმები პროკურატურაში და სასამართლოში, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში.
თვალს ვადევნებდი ასევე, თუ რა საოცარი აღგზნებითა და არაჯანსაღი იმედებით უცქერდნენ ამ მოსმენას ნაცები და მათი მრევლი.
სრული სერიოზულობით ელოდნენ, რომ შტატები საქართველოს სანქციებს დაუწესებდა, ივანიშვილს აქტივებს დაუყადაღებდა და არჩევნებს არ ცნობდა.
ალბათ მწვანე ბერეტებსაც ნატრულობდნენ, რომლებიც პარაშუტებით დაეშვებოდნენ, საძულველ ბიძინას დააპატიმრებდნენ და გუანტანამოში დაამწყვევდნენ.
ხვალიდან დაიწყება იმ გამომსვლელების ლანძღვა , ვინც სააკაშვილს და გვარამიას ,,უღალატა".
საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ისტერია.
გახსოვთ ალბათ, ,,ოსტატი და მარგარიტაში '' მოჯადოებულები უნებურად რომ მღერიან და ვერ ჩერდებიან. აღარ უნდათ, იტანჯებიან, მაგრამ მაინც მღერიან ერთსა და იმავე სიმღერას.
ზუსტად ასეთი რამე ჭირთ- ვეღარ ჩერდებიან. გამოლოცვაა საჭირო, მაგრამ ჩვენებური არ უშველის, აფრიკული უფრო ეფექტური იქნება თავის გადაპარსვით, ზედ ფქვილის დაყრითა და მძლავრი ჩატყაპუნებით“.