"ქართულმა ოცნებამ", რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანას 2012 წლიდან, შეინარჩუნა ევროინტეგრაციის ვალდებულება, მას შემდეგაც, რაც ბიძინა ივანიშვილი გადადგა თანამდებობიდან,- ამის შესახებ აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯორჯ კენტმა ისაუბრა.
მისი თქმით, ნათელია, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი და ეს გახლავთ "ქართული ოცნების" მიერ არჩეული გზაც, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილი.
"ქართულმა ოცნებამ", რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანას 2012 წლიდან, შეინარჩუნა ევროინტეგრაციის ვალდებულება, მას შემდეგაც, რაც ბიძინა ივანიშვილი გადადგა თანამდებობიდან.
საქართველოს სურვილი აქვს გახდეს ნატოს წევრი. ნათელია, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი და ეს გახლავთ "ქართული ოცნების" მიერ არჩეული გზაც, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს გზა ნათელია,"-განაცხადა ჯორჯ კენტმა.