აბის ფორმის კორონავირუსის ვაქცინაზე მალე კლინიკური ცდები დაიწყება

აბის ფორმის კორონავირუსის ვაქცინაზე მალე კლინიკური ცდები დაიწყება

კომპანია Oravax-ის მიერ აბის ფორმით შექმნილ კორონავირუსის ვაქცინაზე მალე კლინიკური ცდები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Oravax-ში აცხადებენ, რომ ადამიანებზე კლინიკური ცდების პირველი ფაზის დაწყება ივნისში იგეგმება.

„აბის ფორმით დამზადებული ვაქცინის შექმნა რამდენიმე ბარიერს მოხსნის. ამჟამად სერიოზული ზომების გატარებაა საჭირო ვაქცინების გავრცელებისა და შენახვისთვის, აბის ფორმით არსებული ვაქცინა კი გადანაწილებას გააადვილებს. გარდა ამისა, ადამიანები შეძლებენ, ის სახლში თავად მიიღონ, ვინაიდან ის ოთახის ტემპერატურაზე ინახება“, - აცხადებს Oramed-ის ხელმძღვანელი ნადავ კიდრონი.

Oravax-ი ორი კომპანიის - ისრაელურ-ამერიკული Oramed-ისა და ინდური Premas Biotech-ის ერთობლივი საწარმოა.