გიორგი ვოლსკი: საზოგადოება, სერიოზულად დაზიანდება დესტაბილიზაციით, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ მოიტანოს

გიორგი ვოლსკი: საზოგადოება, სერიოზულად დაზიანდება დესტაბილიზაციით, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ მოიტანოს

ამ განცხადებებს ყველა თავისებურად თარგმნის, მაგრამ რეალურად არის ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველოს საზოგადოება, სერიოზულად დაზიანდება დესტაბილიზაციით, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ მოიტანოს, - ეს განცხადება, მედიასთან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა, რითაც საქართველოში კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტს და მოლაპარაკებების განახლებას გამოეხმაურა.

„საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომელია ის მხარე, რომელიც საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ გამოდის და ის მხარე, რომელიც მზადაა ყველა საკითხი განიხილოს დეტალურად, თუ ის მხარე, რომელიც ულტიმატუმს აყენებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.