გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას, რომელმაც მოლაპარაკებები ჩაშალა და მოღვაწეობა ქუჩაში სურს, ევროკავშირმა სიურპრიზის სახით ბატონი დანიელსონის ვიზიტი დაუანონსა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას, რომელმაც მოლაპარაკებები ჩაშალა და მოღვაწეობა ქუჩაში სურს, ევროკავშირმა სიურპრიზის სახით ბატონი დანიელსონის ვიზიტი დაუანონსა

ოპოზიციას, რომელმაც მოლაპარაკებები ჩაშალა და მოღვაწეობა ქუჩაში სურს, ევროკავშირმა სიურპრიზის სახით ბატონი დანიელსონის ვიზიტი დაუანონსა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტს და მოლაპარაკებების განახლებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციას მოუწევს შეთანხმებაზე საუბარი და შემდეგ უკვე ლოგიკურ და პრაგმატულ წინადადებებზე დათანხმება.

„ბატონი დანიელსონის ჩამოსვლის დაანონსება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებში ნამდვილად იყო ისეთი შეთავაზებები და რესურსი, რომლის საფუძველზე შეიძლებოდა შეთანხმების მიღწევა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.