გიგი უგულავა: მოლაპარაკებებს ალტერნატივა არა აქვს

გიგი უგულავა: მოლაპარაკებებს ალტერნატივა არა აქვს

მოლაპარაკებებს ალტერნატივა არა აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ კრისტიან დანიელსონის მომდევნო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ადრე თუ გვიან, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იქნება თუ სხვა ფორმატით, „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.

amo ახალი არჩევნები არა! "პოლიტპატპატიმრების" თემა არა! ბოკერია არა! არც შენ! არც ფანჩატუროვნა!
4 წლის უკან
Ninja ??????
4 წლის უკან