გიორგი გახარია: საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა

გიორგი გახარია: საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც დღეს დილით განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს, კიდევ ერთ პოსტს Facebook-ის შემდეგ, Twitter-ზე აქვეყნებს.

გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და რეალური დღის წესრიგის შემუშავება მისი ევროპული მომავლისთვის.

„დღეს მე განვაცხადე, რომ პოლიტიკაში ვრჩები. ამჟამად, ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე ვმუშაობ. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და რეალური დღის წესრიგის შემუშავება მისი ევროპული მომავლისთვის“, - წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

amo მიდი ერთაოზ! მიდი!
4 წლის უკან