ლევან იოსელიანი: ვადამდელმა არჩევნებმა, როგორც მოთხოვნამ, თავისი შესაძლებლობა ამოწურა

ლევან იოსელიანი: ვადამდელმა არჩევნებმა, როგორც მოთხოვნამ, თავისი შესაძლებლობა ამოწურა

ვადამდელმა არჩევნებმა, როგორც მოთხოვნამ, თავისი შესაძლებლობა და თავიც ამოწურა. არავინ, ქვეყნის გარეთ, ამ გაჯიუტებას მხარს არ უჭერს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ამიტომ, ოპოზიციამ ეს კომპრომისული ნაბიჯი უნდა გადადგას, ოღონდ ამის სამაგიეროდ უნდა მიიღოს ძალიან დიდი პოლიტიკური დივიდენდი, ვგულისხმობ უკვე კომპრომისს ხელისუფლების მხრიდან, სადაც საუბარი იქნება სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობაზე, პროკურატურის მიუკერძოებლობაზე“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.