ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.
„შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მიღწეული პროგრესი. დროა საჭირო კომპრომისების მიღწევა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. კრისტიან დანიელსონი შუამავლობის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, - განაცხადა შარლ მიშელმა.