საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევა ჯერ არ დასრულებულა.
„არ მითქვამს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება. განვაცხადე, რომ მედიაციის ძალისხმევა გრძელდება, თუმცა არ დამიკონკრეტებია, როგორ გაგრძელდება. შეიძლება დაბრუნდეს, შეიძლება არა. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელია. მედიაციის ძალისხმევა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ პროცესის მხარდაჭერა. უნდა განვაგრძოთ მედიაცია. საქართელო ვერ იქნება ამ პოლარიზებულ გარემოში. ეს მთავრობას მუშაობაში ხელს უშლის. ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება, რათა მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდეს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.