ჟოზეფ ბორელი: საქართველოს პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს

ჟოზეფ ბორელი: საქართველოს პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უძღვება, გრძელდება.

„კვლავ მსურს განვაცხადო, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს. საჭირო კომპრომისებზე უნდა წავიდნენ და ყურადღება სასწრაფო საკითხებზე უნდა გაამახვილონ, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური აღდგენა და ეროვნული უსაფრთხოება“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.