ადამიანები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და შემდეგ ან შესაბამისი რესურსი არ არის ან - შესაძლებლობები, ან ჩქარობენ, ან აგვიანებენ, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.
„ზოგს მიაჩნია, რომ გახარია არ იქნება ის ადამიანი, რომელიც შეიძლება, ამ რადიკალების გეგმების გვერდით დადგეს. ვნახოთ, რა იქნება შედეგები, ვისთან ერთად იქნება, რა კურსს აირჩევენ, რა პოლიტიკური წონა ექნება ამ ყოველივეს“, - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.