ზურაბ ქადაგიძე ყოფილ პრემიერზე: იმედია, გიორგი გახარიად დარჩება და კვირიკაშვილი არ იქნება

ზურაბ ქადაგიძე ყოფილ პრემიერზე: იმედია, გიორგი გახარიად დარჩება და კვირიკაშვილი არ იქნება

იმედია, გიორგი გახარიად დარჩება და კვირიკაშვილი არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.

„ჩვენ ვნახეთ, როგორ იცვლებოდა მათი რეიტინგი, ვინც კი იმ ღირებულებებსა და იდეალებს გადაუხვია, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს ჰქონდა, რითაც მოვიდა და ის დივიდენდები, რომლებიც საზოგადოებისგან აქვს მინიჭებული. ჩვენ ვნახეთ, რეაქცია - მისი რეიტინგი როგორი იყო ამ ღირებულებების ერთგულების დროს, შემდეგ, გაცილებით სხვა გახდა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.