რა იდო მოლპარაკების მაგიდაზე, ამაზე ყველა მხარემ ისაუბრა. არ მგონია, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაშლილია. მიმაჩნია, რომ მისი გაგრძელების რესურსი არსებობს. უფრო მეტიც, შეთანხმების რესურსიც არსებობს, - აცხადებს „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი.
„მგონია, რომ ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მიაღწევენ იმას, რომ საქართველოში შეთანხმება შედგება და პოლიტიკური კრიზისი დაიძლევა. ორივე მხრიდან ახლებური დამოკიდებულება რომ იყოს, ამის რესურსს ვხედავ“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.
18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.