ყველა ის საკითხი, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა და რომელზეც დემოკრატიულმა ოპოზიციამ, ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა „ევროპულმა საქართველომ“ თავისი პოზიცია გამოხატა, უნდა იყოს ნაწილი ნებისმიერი მომავალი შეთანხმების, - განაცხადა „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ ამ ეტაპისთვის, რეგიონებში ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებასა და საპროტესტო ტალღის მომზადებას იწყებს.
„დღეს არის ვითარება, როდესაც ჩვენ ვემზადებით რეგიონებში გასასვლელად, პრაქტიკულად ვადამდელი არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის და ამავე დროს, საპროტესტო ტალღის მოსამზადებლად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.