ალეკო ელისაშვილის თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე წინადადებები მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა

ალეკო ელისაშვილის თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე წინადადებები მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა

ალეკო ელისაშვილის თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე წინადადებები მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დადო. ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„წინადადებები, რაც იდო მაგიდაზე, „ქართული ოცნების“ იყო. ეს ნამდვილად ასეა. არავის მოტყუება არ მინდა. ასე იყო. ოპოზიციისგან არანაირი შეთავაზება არ იყო. ერთადერთი, ვადამდელი (არჩევნები) ან პლებისციტი და მორჩა და გათავდა. ეს იყო რაღაც ფეხმოუცვლელი პოზიცია“, - განაცხადა ელისაშვილმა.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.