ხატია დეკანოიძე: როდესაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარე არის ციხეში, ძალიან რთულია ვისაუბროთ რაიმე კომპრომისზე

ხატია დეკანოიძე: როდესაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარე არის ციხეში, ძალიან რთულია ვისაუბროთ რაიმე კომპრომისზე

„ქართული ოცნების“ შემოთავაზება იყო ჰაერი, წყალი, - ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. „იმედის კვირასთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას დაკავების ფონზე, ოპოზიციისთვის მოლაპარაკებებში მონაწილეობა რთული იყო.

„როდესაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარე და ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი არის ციხეში და ტყვეობაში, ძალიან რთულია ვისაუბროთ რაიმე კომპრომისზე და ძალიან რთული იყო შეთანხმების მიღწევისთვის მოლაპარაკებებზე მისვლა, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოებრივად მივუდექით ამ საკითხს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

amo უკრაინაში რომ დაბრუნდე
4 წლის უკან
გრიგორი "ქართული 'ცნების" შემოთავაზება იყო ჰაერი და წყალი" ! აბა რა გინდოდათ ღვინო და ხაშლამა?! თქვენთვის არც ჰაერი და წყალი უნდა შეეთავაზებინათ, სჯობდა ცეცხლი და ნავთი !
4 წლის უკან
Katana . გრიგორი :))))))))))))))))))))
ხმამაღლა ვიცინე...
*
ნაცების ხატია დეკანოიძე! - „როდესაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარე და ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი არის ციხეში და ტყვეობაში..." ოხ,ოხ,ოხ!.. პარტიის გამორჩეული ლიდერი, დიდი თეორეტიკოსი და სტრატეგოსი ნიკანორ მელია... რომელიც არის ტყვეობაში, ხაროში ჰყავს ჩაგდებული ბიძინას, მძიმე ხუნდები ადევს ფეხებზე და ისეთ დღეშია, ინტერნეტიც კი ენატრება!..
ეეჰ, ვის ეყურება ჩემი, თორემ თავიდანვე ვიძახდი: დატოვეთ ორთაჭალის ციხე ზუსტად იმ მდგომარეობაში, როგორც იყო ნაცების დროს, ზუსტად იმ მომსახურებით და ზუსტად იმ მოპყრობით (ხმამაღალი გაცინებისთვის მთელ საკანს რომ ჩამოყრიდნენ ნარებიდან და მისიკვდილებამდე სცემდნენ!) და მხოლოდ მანდ მოახდევინეთ სასჯელი ნაცებს-მეთქი!..
აბა, ეგ არის საქმე, მელიას "კარცერი-ლუქსი" რომ მოუწყვეს და,
ინტერნეტი რომ მქონდეს, კი იფიქრებდა კაცი აქ დიდხანს დარჩენაზეო, რომ იძახის?!
4 წლის უკან