გიორგი ვაშაძე: პოლიტიკური კრიზისი და ერთპარტიული ფასადური დემოკრატია პირდაპირ აისახება ევროპასთან და ამერიკასთან ჩვენს ურთიერთობებში

გიორგი ვაშაძე: პოლიტიკური კრიზისი და ერთპარტიული ფასადური დემოკრატია პირდაპირ აისახება ევროპასთან და ამერიკასთან ჩვენს ურთიერთობებში

პოლიტიკური კრიზისი და ერთპარტიული ფასადური დემოკრატია პირდაპირ აისახება ევროპასთან და ამერიკასთან ჩვენს ურთიერთობებში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ნატალია საბანაძის მიერ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ერთპარტიული ავტოკრატიით ვერ გახდება ევროპული თანამეგობრობის ნაწილი ეს უფრო სხვა სამყაროსკენ გაკეთებული ღია არჩევანია.

"თანამდებობა დატოვა ევროპაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი და ერთპარტიული ფასადური დემოკრატია პირდაპირ აისახება ევროპასთან და ამერიკასთან ჩვენს ურთიერთობებში.

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ერთპარტიული ავტოკრატიით ვერ გახდება ევროპული თანამეგობრობის ნაწილი ეს უფრო სხვა სამყაროსკენ გაკეთებული ღია არჩევანია, რომლისგანაც თავის დაღწევას ათწლეულებია ვცდილობთ.

საქართველოს არ აქვს კრიზისის გრძელვადიანად გაგრძელების შესაძლებლობა, რადგან კრიზისში დაკარგული ყოველი დღე კიდევ უფრო მეტად გვაშორებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისათვის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.