ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იგეგმება, სადაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ, დარწმუნებული ვარ, წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ გაძლიერდება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იგეგმება, სადაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ, დარწმუნებული ვარ, წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ გაძლიერდება

ჩვენ უახლოეს დღეებში, ჩვენს მეგობრებს ევროკავშირიდან კიდევ ერთხელ მივმართავთ და თუ იქნება მედიაციის გაგრძელების მზაობა და სურვილი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ კვლავ მზად ვართ და გახსნილები ვართ მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჩიხლაძის შეფასებით, ევროკავშირში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ევროკავშირი აუცილებლად გამოხატავს საქართველოში მედიაციის გაგრძელების სურვილს.

„მოლაპარაკებებზე ოპოზიციის წინადადებების განხილვამდეც არ მივიდა საქმე „ქართული ოცნების“ გამო. მედიატორებმა „ქართულ ოცნებას“ დაუდეს რამდენიმე წინადადება და არც ერთზე არ დათანხმდა, რომ მერე ჩვენ გაგვსაუბრებოდნენ. მოლაპარაკებებზე ის მომენტი არ დადგა, რომ ჩვენ რამე კომპრომისზე წავსულიყავით, საერთოდ არ წამოვიდა „ქართული ოცნება“ ამ საკითხებზე მოსალაპარაკებლად, ხოლო ოპოზიციისგან გაჟღერებული რაც იყო - ეს იყო, თუნდაც პლებისციტი, ვადები და არჩევნების სხვადასხვა ვარიანტი. ის კი არა, რომ ამაზე არ წამოვიდა ხელისუფლება ან ჩვენ რაღაცაზე არ წავედით, ხელისუფლებამ უბრალოდ არც განიხილა ვარიანტი ვადამდელი არჩევნების და არ განიხილა ვარიანტი ამ ეტაპისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლების. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ უახლოეს დღეებში ჩვენ მეგობრებს ევროკავშირიდან და გამოვხატავთ მზაობას, სურვილს, რომ თუ იქნება მზაობა და სურვილი ევროკავშირის მხრიდან მედიაციის გაგრძელების, ჩვენ კვლავ მზად ვართ და გახსნილები ვართ მოლაპარაკებებისთვის, კონსულტაციებისთვის. ამ კვირაში იგეგმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი, სადაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაძლიერდება წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გამოხატავენ სურვილის მედიაციის გაგრძელების, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თანახმა ვართ და მზად ვართ ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებებში“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

amo გაიგეთ, შეიგნეთ, დებილები ხომ არ ხართ, რომ ნაცებთან ერთად საზოგადოება არ მიგიღებთ. " მე დარწმუნებული ვარ, რომ გაძლიერდება წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ ". ანუ იმის იმედი გაქვს, რომ დასავლეთი დააჩმორებს ხელისუფლებას და თქვენ თქვენსას გაიტანთ, ძალით წახვალთ ხალხის ნების წინააღმდეგ. უ ტ ი ფ რ ე ბ ი ხართ. ცუდად დაამთავრებთ.
4 წლის უკან
Ninja და თქვენ თავზე ხელს გადაგისვამენ?.??
4 წლის უკან
Lolo47 amo, დებილები არ არიან (ყოველ შემთხვევაში, აშკარად გამოხატული ნიშნები ნაკლებად აქვთ), არამზადები არიან - უკლებლივ!!!
4 წლის უკან