გარდაცვლილი ექთნის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გარდაცვლილი ექთნის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ მაშინ , როდესაც მეგი ბაქრაძის მდგომარეობა გართულდა, რეანიმატოლოგი კლინიკაში არ იმყოფებოდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად ექიმმა დაუდასტურა.

„გასული ვიყავი კლინიკიდან. ორ წუთში დავბრუნდი. 8-9 წუთი ნამდვილად არ დამჭირვებია. შეგიძლიათ, კამერები ამოიღოთ, რამდენ ხანში მოვედი მე აქ“ - ამბობს რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური.

27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა და 19 მარტს გარდაიცვალა. ის 18 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.