გიორგი ვაშაძე: მთავარი, რაზეც შევთანხმდით, არის პრინციპი, არაფერია შეთანხმებული, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული - ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით

გიორგი ვაშაძე: მთავარი, რაზეც შევთანხმდით, არის პრინციპი, არაფერია შეთანხმებული, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული - ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით

ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

„მთავარი რაზეც შევთანხმდით, ეს არის პრინციპი, არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული. ანუ, ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს, ამ კვირაში 6 პუნქტიანი გეგმის ხუთივე საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდებით“, - აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.