იენს სტოლტენბერგი: რუსეთს მოვუწოდებთ - დატოვოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს მოვუწოდებთ - დატოვოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი

შავი ზღვის უსაფრთხოება არის ჩვენი და ასევე საქართველოს პრიორიტეტი, - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა აწუხებს. მან მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩვენ გვაშფოთებს რუსეთის მუდმივი სამხედრო გაძლიერება რეგიონში. რუსეთი ყირიმს იყენებს შავ ზღვაზე ძალების შემდგომი განვითარებისთვის. ამიტომ, ვმუშაობთ შავ ზღვაზე, ჩვენი პატრულირების გაძლიერებაზე. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთს მოვუწოდებთ - დატოვოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და გაიყვანოს თავისი ძალები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.