ზურაბ ჯაფარიძე: არაფერს აქვს ჩემთვის სავალდებულო დოკუმენტის სახე ზოგადად, მათ შორის, ქართულ კანონებსაც კი

ზურაბ ჯაფარიძე: არაფერს აქვს ჩემთვის სავალდებულო დოკუმენტის სახე ზოგადად, მათ შორის, ქართულ კანონებსაც კი

არაფერს აქვს ჩემთვის სავალდებულო დოკუმენტის სახე ზოგადად, მათ შორის, ქართულ კანონებსაც კი, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მომლაპარაკებლის ნებისმიერ შემოთავაზებას ექნება წონა.

„წონა ექნება მომლაპარაკებლის ნებისმიერ შემოთავაზებას, თუმცა ბატონმა დანიელსონმა ჩამოსვლამდეც იცოდა, ოპოზიციური პარტიებისთვის რა იყო ყველაზე პრიორიტეტული პუნქტები იმ ექვს პუნქტს შორის, რომელიც ბატონმა შარლ მიშელმა დატოვა საქართველოში.

არაფერს აქვს ჩემთვის სავალდებულო დოკუმენტის სახე ზოგადად, მათ შორის, ქართულ კანონებსაც კი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით იმართება.

amo მაგ შენ აზრს შენი ამომრჩევლის უმრავლესობა თუ იზიარებს? თუ არც ეგაა სავალდებულო?
4 წლის უკან