იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური ჯგუფები იმ დღის წესრიგს არ გააგრძელებენ, რომელიც აშშ-ისა და გერმანიის ელჩთან მიმართებით ჰქონდათ, როცა ისინი გაკეთებული განცხადებების თუ პოზიციების არდაფიქსირების გამო თავს დაესხნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„იმედია, ასევე არ დაიწყებენ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას საქართველოში, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ სწრაფვას. იმედია, ყველას ექნება მაღალი გონიერება და პასუხისმგებლობა, რომ ევროპელი დიპლომატისა და სტრატეგიული პარტნიორის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება პირდაპირპროპორციულია, რომ მტრის წისქვილზე დაასხა წყალი. ვფიქრობ, ამას არ გააგრძელებენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ჟოზეფ ბორელი ქართული ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების თავდასხმის ობიექტი გახდა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟოზეფ ბორელმა, ოლივერ ვარჰეიმ და ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.